პროექტის სახელი:  „ისტორიები სპორტული სახეობების შესახებ“
პროექტის მოკლე აღწერა:ინფორმაციების მოპოვებით მოსწავლეები ეცნობიან
სპორტის სახეობებს,მისი შექმნის ისტორიებს და მის განვითარებას.ექმნებათ ნათელი წარმოდგენა მსოფლიოში ცნობილ სპორცმენებზე.
პროექტის სრული აღწერა:
კლასში მასწავლებელი კითხულობს მინი ლექციას თემაზე  სპორტი.იგი უყვება მოსწავლეებს საინტერესო ამბებს სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ.მოსწავლეები ცდილობენ გაიხსენონ,რა იციან ამ თემის გარშემო.ისინი სვამენ შეკითხვებს,რომლებიც მათთვის საინტერესოა და განხილულ თემას უკავშირდება.
პ რ ო ექ ტ ი ს  ს რ უ ლი  ა ღ წ ე რ ა
მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები ირჩევენ საპროექტო თემას,, ისტორიები სპორტის სხვადასხვა სახეობების შესახებ“.მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს აძლევს დავალებას.
პირველი ჯგუფი:სპორტის რა და რა სახეობები არსებობს და როგორია მათი წარმოშობის ისტორიები?ჯგუფმა შესრულებული დავალება პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს.
მ ე ო რ ე  ჯ გ უ ფი  მოიძიებს ინფორმაციებს ცნობილი სპორცმენების შესახებ.
მესამე ჯგუფი შეაგროვებს ინფორმაციებს“ სპორცმენი ქალები“
მეოთხე ჯგუფის დავალება იქნება დეტალურად აღწერონ „რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ადამიანის ცხოვრებაში
მთელი კლასი გამოიკვლევს სპორტის რა სახეობები იყო წინათ და ახლა პოპულარული?
პროექტის მიზანი:1.მოსწავლე აქტიურად ჩაებას სასწავლო პროცესში.
2გამოიყენოს არსებული რესურსები შექმნას ახალი.
3ითანამშრომლოს თანაკლასელებთან,მასწავლებელთან.
პროექტის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს კვლევა–ძიებითი უნარები.
მონაწილეთა ასაკი: 16წელი.
ვადები და ხანგრძლივობა  ორი თვე.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი რუსუდან კობალავა.
ელ.ფოსტის მისამართი:rusudankobalava@gmail.com